რეგიონი
ფერადი ფოტოები ვლაქერნობის დღესასწაულისთვის

"ვლაქერნობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერია ფერადი ფოტოების დაბეჭდვას გეგმავს. სურათებზე "ვლაქერნობის" აღნიშვნის პირველი თარიღიდან - 1996 წლიდან დღემდე არსებული მასალები უნდა იყოს აღბეჭდილი. აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე კულტურის განყოფილებამ 1 848 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფოტოების პარამეტრი 80სმ x 60სმ უნდა იყოს და ის 44 ერთეული დაიბეჭდება.

გარდა ამისა, კულტურის განყოფილებამ აღნიშნულ დღესასწაულისთვის 52 ცალი საეკლესიო დროშა შეისყიდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 590 ლარი დაიხარჯა.

ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში ყოველი წლის 15 ივლისს იმართება, რა დროსაც ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელისა და ზუგდიდის მუზეუმში დაცული სხვა სიწმინდეების გამობრძანება.

Print