რეგიონი
სოფლის გამგებლებს უფლებები გაეზარდათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, დღეიდან სოფლის რწმუნებულებს გარდაცვალებისა და დაბადების ცნობის გაცემა შეეძლებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც საკრებულოში განმარტეს, აღნიშნულ ცნობას სოფლის გამგებელი და შესაბამისი კომისია იმ შემთხვევაში გასცმენ, როცა გარდაცვალება ან დაბადება სამედიცინო დაწესებულების გარეთ მოხდება.

აღნიშნული საბუთები მანამდე სამოქალაქო რეესტრში გაიცემოდა.


Print