სპორტი
ზუგდიდელი გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ზუგდიდელმა გიორგი ჩხეიძემ თბილისში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ჩემპიონის ტიტული 105კგ-მდე წონით კატეგორიაში მიიღო: ატაცში 172კგ დასძლია, აკვრაში- 207კგ, ორჭიდის ჯამში კი 379კგ. 

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარდა, მან ოქროს მედალი მოიპოვა ატაცში, აკვრაში კი ბრინჯაო.
Print