რეგიონი
ფაიფურში ვეტერანთა სახელობის ხეივანი მოეწყობა

ზუგდიდში, ჭავჭავაძის გამზირზე, მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე 1,7კმ-ის სიგრძის "ვეტერანთა სახელობის ხეივანი" მოეწყობა. ქალაქის მერიამ პროექტის მომზადებაზე 5 ათასი ლარი უკვე გამოყო. მის გაშენებას კი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდი დააფინანსებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 1კმ-ის სიგრძეზე მოეწყობა ველოტრეკი, დაიდგმება პარკის სკამები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები, სასმელი წყლის შადრევნები, მოეწყობა ქვაფენილები, განთავსდება ხეივნისათვის შესაბამისი სკულპტურული ნაკეთობები და სხვა.

Print