რეგიონი
აფხაზეთში "უვიზო მიმოსვლის შესახებ კანონი" მიიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა „გარკვეული კატეგორიის უცხოელ მოქალაქეთათვის აფხაზეთში უვიზო მიმოსვლის“ შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

შესაბამისი „კანონი“ ვრცელდება შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებზე: ექსკურსანტებზე, რომლებიც არა უმეტეს ერთი დღე-ღამის ვადით, ბელარუსის და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეებზე, რომლებიც, ტურისტული მიზნებით, არა უმეტეს ორი კვირის ვადით, უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც ავარიის ლიკვიდაციის, ან სხვა ტიპის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, არა უმეტეს ხუთი დღის ვადით ჩადიან აფხაზეთში, უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც გალის და ტყვარჩელის რაიონებში განლაგებულ ენერგო-ობიექტებზე სამუშაოებს აწარმოებენ.

აღნიშნული ბრძანება ძალაში 2016 წლის პირველი ივლისიდან შევიდა.

1 აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების თანახმად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აფხაზეთში ვრცელდებოდა რუსეთის ფედერაციის, ნიკარაგუას, ტუვალუს და თვითაღიარებული დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის. რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამარტივებულ რეჟიმში გადაადგილება შეეძლოთ ასევე უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოქალაქეებს.

Print