რეგიონი
სოხუმში საიუბილეო მონეტები გამოუშვეს
დე ფაქტო აფხაზეთში „ეროვნულმა ბანკმა“ ბრუნვაში სამახსოვრო მონეტები, წარწერით «АҞӘА», ჩაუშვა.

მონეტები, რომლებიც სოხუმის 2500 წლის იუბილეს ეძღვნება,1000 - იანი ტირაჟით გამოვა და 925 სინჯის ვერცხლისგან დამზადდება.

ასევე, გამოუშვეს სამახსოვრო მონეტები, 500 ცალის ოდენობით, რომელიც 925 სინჯის ვერცხლისა და 999 სინჯის ოქროსგან დამზადდება.



Print