რეგიონი
"თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში" –დისკუსია ზუგდიდში (ვიდეო)

ზუგდიდში ტელეკომპანია "ოდიშის" საკონფერენციო დარბაზში ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ” "GARB” წევრებისა და სხვა მედია საშუალებებისთვის შეხვდრა გამართა. მის მიზანს მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების საქმიანობის გააქტიურება და აუდიტორიასთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმოაგდენს.

„საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“აღმასრულებელი დირექტორის ნათია კუპრაშვილის თქმით,  შეიქმნება სპეციალური პორტალი, რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებს შესაბამისი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოებთან დაკავშირებას. მან ასევე ისაუბრა მაუწყებელის ვალდებულებაზე, ჰქონდეს თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც საჩივრების განხილვას და დარღვევებზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფს.

“მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრეტენზიის შემთხვევაში მათ შეუძლიათ საჩივრით მიმართონ მაუწყებელს, ხოლო რედაქცია იმსჯელებს არსებულ პრობლემაზე,“- აღნიშნა მან.

პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ტელე-რადიო კომპანია „ოდიშის“ ორგანიზებით ჩატარდა, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.


Print