რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: თუ მთელი მოსახლეობა მოითხოვს, მე მზად ვარ გადავდგე
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში, თუ ამას ხალხი მოითხოვს, ამის შესახებ მან „მთავრობის კურსის“ მხარდამჭერების აქციაზე განაცხადა.

"რეფერენდუმი შედგება, თუ თქვენ, ვინც აქ დგახართ და მთელი მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ ხაჯიმბა გადადგეს, მე მივიღებ ამას. მაგრამ, თუ ასე არ იქნება,მე მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო იმ ნეგატივთან, რომელიც არსებობს ჩვენს სახელმწიფოში. მე ვერავინ შემაშინებს.“

ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორებს, მისი ჩაშლა თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული.

დე ფაქტო რესპუბლიკის მხარდასაჭერი მიტინგი სოხუმში პრეზიდენტის ადმინსტრაციის წინ გაიმართა. სხვადასხვა შეფასებებით, მასში ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მანამდე, 5 ივლისს,ოპოზიციური ძალების აქცია გაიმართა, რომელზეც ისინი რაულ ხაჯიმბასგან შს მინისტრის ლეონიდ ძაპშბას გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომლებსაც კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებასა და რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

Print