რეგიონი
ზუგდიდის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება 3 დღით შეუწყდა

 

ტექნიკურ სამუშოების გამო, დღეიდან 9 ივლისს ჩათვლით, ქალაქისა და რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. "სოკარ ჯორჯიას" სამეგრელოს წარმომადგენელმა ჯუსტან ეზუგბაიამ რადიო "ათინთთან" საუბარში განაცხადა რომ, სამუშაო პროცესი მილების შეცვლას უკავშირდება.

"15 წელია მილები არ შეცვლილა. აბონენტები გვემატება შესაბამისად გაზსადენის მილების სიგრძე და დიამეტრი უნდა შეიცვალოს,"- აღნიშნა მან.

აბონენტებს გაზის მიწოდება 10 ივლისს აღუდგებათ.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შექმნილი უხერხულობის გამო, მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

 

Print