რეგიონი
ქალაქის ცენტრში ავტომობილი იწვის
ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, სასტუმრო "ოდიშის" შენობის წინ მსუბუქი ავტომობილი იწვის. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა.
Print