რეგიონი
16 წლის მოზარდის ცხედარი წყალმა გამორიყა
მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში დამხრჩვალი 16 წლის მოზარდის ცხედარი ნაპოვნია.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ გადახტა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

ამ დრომდე გრძელდება საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის, ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები, რომელიც წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.

სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.

სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.
Print