რეგიონი
განმუხურის სანაპიროზე თურქეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ
განმუხურის სანაპიროზე, 8 ივლისს თურქეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ.
ელდინ შ. ჟურნალისტებთან ყვება, რომ განმუხურში ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ და ავტომობილში მისი ძალით ჩასმა მოინდომეს.

მას არასრულწლოვანი შვილი მიეშველა, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და მოზარდმა გონება დაკარგა. საბოლოოდ თავდამსხმელებმა მისი ავტომობილში ჩასმა ვერ მოახერხეს და ადგილი დატოვეს. ელდინ შ. და მისი ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ისინი უკვე დაკითხეს სამართალდამცველებმა. დაზარალებულის თქმით, თავდამსხმელებს მისი დაყაჩაღება სურდათ, რადგან მას ჩანთაში გარკვეული რაოდენობის თანხა და ძვირადღირებული ტელეფონი ჰქონდა.

შსს-ში მომხდარი ფაქტი რადიო"ათინათს" დაუდასტურეს. "გამოვლენილია ორი პირი და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს".
Print