რეგიონი
ლაშა დამენია: ზუგდიდის საკრებულომ ბიუჯეტს 500 ათასი ლარი დაუკარგა (ვიდეო)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ლაშა დამენია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის დაზარალებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, საკრებულოს მიერ 3 ივნისს მიღებული დადგენილების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები, რომლებიც მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ მოსაკრებელისგან გათავისუფლდნენ. შედეგად, ადგილობრივმა ბიუჟეტმა 500 ათასამდე ლარი დაკარგა.

"რაც მთავარია ეს კომპანიები მოსაკრებელისგან კონკრეტულ რიცხვამდე - პირველ სექტემბრამდე გათავისუფლდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ განკარგულება მორგებულია ამა თუ იმ კომპანიების სასარგებლოდ. ასეთივე სქემებით ტარდება ტენდერები სრულიად საქართველოში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხდება ნათესაური კლანის ინტერესების გათვალისწინებით, ე.წ "ატკატებით" , კორუფციული სქემებით", - აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე ლაშა დამენიამ.

ენმ-ს ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მიზეზად ჟურნალისტებს არასამუშაო დღე დაუსახელეს.

Print