რეგიონი
"გაცოცხლებული XIX საუკუნე" ზუგდიდში (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიცპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოსა და ა/ ო "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის"ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ეზოში XIX საუკუნე "გააცოცხლდა" . ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო სტენდები მე-19 საუკუნის ეკონომიკის, სპორტის, სოფლის მეურნეობის, სამართლისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ასევე გაიმართა სამეგრელოს სამთავროს სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის თეატრალიზებული წარმოდგენა.

"ხაზი გაუსვით რაოდენ მდიდარი, მრავალფეროვანი და პატივსაცემი ისტორიის მატარებელი ერი ვართ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებში და არა მარტო მათში მეტად გაღვივდეს ის გრძნობა,რასაც ქართული ისტორიის,კულტურისა და ერის სიყვარული ჰქვია", - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პროექტი - "გაცოცხლებული XIX საუკუნე" არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მხარდაჭერით განხორციელდა.

Print