რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს
დღეს დე ფაქტო აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ყველა უბანი დილის 7 საათიდან გაიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12 საათისთვის ხმა მისცა 725 - მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,54% პროცენტს წარმოადგენს. ამომრჩეველთა სიაში 133 204 პირია დარეგისტრირებული.

სოხუმის რაიონში ხმა მისცა 166-მა ადამიანმა, (0,42%) ამომრჩეველთა რაოდენობა - 39 769. გალის რაიონში 340 ამომრჩევლიდან მხოლოდ ერთმა ადამიანმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა (0,29%).

აფხაზურ ოპოზიციას 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლა სურს 

სოხუმში რეფერენდუმში მონაწილეობას 130 ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს


Print