რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში რეფერენდუმი არ შედგა

დე ფაქტო აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო არ შედგა.


10 ივლისის კენჭისყრის შედეგები რეფერენდუმის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ შეაჯამა.

აღნიშნული ინფორმაციით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილოება, რაც სიაში შეტანილი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (132 887 ადამიანი) 1,23 % - ს შეადგენს.

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ხმა 750 ადამიანმა (46,07 %)მისცა, ხოლო მხარი არ დაუჭირა - 761 - მა ადამიანმა ანუ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 46,74%. 117 ბიულეტენი გაბათილდა.

არჩევნები 33 ოლქში - 151 უბანზე გაიმართა. დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, რეფერენდუმი შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას 50%-ზე მეტი ამომრჩეველი მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ხელმეორედ ჩატარება, ამავე საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი წლის შემდეგ არის შესაძლებლი.


 


ამავე თემაზე:

დე ფაქტო აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს

აფხაზურ ოპოზიციას 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლა სურს 

სოხუმში რეფერენდუმში მონაწილეობას 130 ათასზე მეტი ადამიანი შეძლებს



 

Print