რეგიონი
რაულ ხაჯიმბა: 5 ივლისის არეულობის ორგანიზატორები დაისჯებიან
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის განცხადებით, 5 ივლისის არეულობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ 10 ივლისს ჩატარებული რეფერენდუმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები არ განმეორდეს".

5 ივლისს, სოხუმში, შს სამინისტროს შენობის წინ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური ძალების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ორმხრივი სროლა მოჰყვა, რის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. ოპოზიციის წარმომადგენლები, შს მინისტრის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელსაც კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებასა და რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში სდებდნენ ბრალს. 
Print