რეგიონი
ზუგდიდში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა ფესტივალი გაიმართა (ვიდეო)

თემის განვითარების ცენტრის CDC მიერ ორგანიზებული პროექტის „ღია სახლი ქალთა განვითარების“ ფარგლებში, ცენტრალურ ბულვარში ფესტივალი ჩატარდა. აქ ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება არასამთავრობო, ბიზნეს და სამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ პროექტებს და აქტივობებს გაცნობოდა.

პროექტის კოორდინატორის თამარ დაგარგულიას თქმით, ფესტივალი წელს მეორედ ტარდება და "თემის განვითარების ცენტრი" მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.

აღნიშნული პროექტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ფესტივალი მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.


Print