რეგიონი
ოჩამჩირის რაიონის ოთხივე ხიდზე მოძრაობა აღდგენილია
აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 8 ივლისს მოვარდნილი შტორმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

კოკისპირულმა წვიმებმა დე ფაქტო აფხაზეთის სოფლები დატბორა, ჩამოშალა ხიდები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენები. ამ დროისათვის „აბხაზბერეგოზაშიტას“ მიერ მოძრაობა აღდგენილია 4 ხიდზე, სოფლებში ტამიში,გვადა და ჯგერდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

Print