რეგიონი
პირველი ფოტოები იუპიტერიდან
NASA-მ იუპიტერიდან მიღებული პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათზე, პლანეტის განათებული ნაწილი და სამი მსხვილი თანამგზავრი - იო, ჰანიმედი და ევროპა ჩანს. მეოთხე დიდი მთავრე - კალისტო- ფოტოზე ვერ მოხვდა.

„ბი ბი სი“ - ს ცნობით, ამ დროისათვის „იუნონა" იუპიტერს უნდა ჩამოშორდეს ელიპტიკური ტრაექტორიით, თუმცა აგვისტოში ის ისევ დაუახლოვდება პლანეტას, რაც აპარატს უკეთესი ფოტოების გაკეთების საშულებას მისცემს.

NASA-ს ცნობით, „იუნონა“ პირველი ზონდია, რომელმაც იუპიტერთან ასე ახლოს მისვლა შეძლო, რადგან მის რადიაციულ სარტყლებს შეუძლიათ მთლიანად გაანადგურონ კოსმოსურ აპარატზე განთავსებული ელქტრონული მოწყობილობები.

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ 5 ივლისს იუპიტერის ორბიტაზე ზონდი "იუნონა" გაიყვანა. "იუნონა" იუპიტერის ორბიტაზე ერთ წელს დარჩება. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეცნიერები პირველად შეძლებენ იუპიტერის ღრუბლების ქვეშ ჩახედვას და ამ პლანეტის და მზის სისტემის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას. კერძოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ დადასტურდება ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ იუპიტერს მყარი ბირთვი აქვს.


Print