რეგიონი
"ვლაქერნობის" ღონისძიებების განრიგი
ზუგდიდში,ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაიმართება. კერძოდ,13 ივლისს,15:00 საათზე მერიის საკონფერენციო დარბაზში ახალგაზრდების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდება, ხოლო 19:00 საათზე საფეხბურთო ჩემპიონატი "ვლაქერნობის თასი 2016" -ის ფინალური მატჩი მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსში გაიმართება.

14 ივლისს, 11:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.

რაც შეეხება,15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან პატიოსანი სამოსელის გამობრძანების პროცესი 9:00 საათზე დაიწყება. 10:00 საათზე კი ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება, ხოლო 19:00 საათზე, ამავე ტაძარში პარაკლისი აღევლინება.

დღის ბოლოს საზეიმო კონცერტი ჯგუფი "ეგარის" და "ანჩისხატის მგალობელთა გუნდის" მონაწილეობით ქალაქის ცენტრალურ პარკში 20: 00 საათზე დაიწყება.

Print