რეგიონი
სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა ცნობილია

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, დაახლოებით, მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, მისი თქმით, ეს საბოლოო მონაცემები არ არის და ეს ციფრი შეიძლება შეიცვალოს.

"საკმაოდ რთული იყო მუშაობა, წყალს დასჭირდა დიდი ხანი, რომ გასულიყო ყანებიდან და დღეს განაახლეს სამუშაოები. ალბათ, ჩვენ დღის ბოლოს გვექნება განახლებული ინფორმაცია", - აღნიშნა მან.

უხვმა ნალექმა მარტვილის,აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. დაიტბორა ათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი სავარგულები. 

ამავე თემაზე:

მარტვილში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)

ზუგდიდში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

მარტვილის თხუთმეტამდე სოფელი სტიქიამ დააზარალა (ვიდეო)
Print