რეგიონი
პასპორტები საქმე - გალის რაიონის ადმინისტრაციის ექს - ხელმძღვანელს ბრალი წაეყენა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ბესლან არშბას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ძიება დაასრულა.

გამოძიების ვერსიით, ბესლან არშბამ სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა. მას ბრალი შესაბამისი მუხლით წაეყენა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესლან არშბამ გალის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას, საკუთარი განკარგულების საფუძველზე, შექმნა და თავად ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც „აფხაზეთის მოქალაქის“ პასპორტის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტაციას გასცემდა.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნულმა კომისიამ, 2007 - 2014 წლებში გალის რაიონის მცხოვრებზე „აფხაზეთის მოქალაქის“ 14 988 პასპორტი გასცა.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაირღვა კანონი, რომელიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რუსეთის ფედერაციის გამოკლებით“ „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მინიჭებას კრძალავს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბესლან არშბას დაეკისრება ჯარიმა, 300 – დან 150 ათასი რუბლის ოდენობით ან 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print