რეგიონი
"ენმ"-მ საკრებულოში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობას საკრებულოში 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ფრაქციის წარმომადგენლებმა საკრებულოში მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ის ფრაქცია, რომელსაც 200-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან და რომელსაც ყველაზე მეტი ინიცირებული საკითხი ჰქონდა", - თქვა საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.

აღნიშნული ღონისძიება, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ეროვნულ- დემოკრატიული მოძრაობის (NDI) დახმარებით შედგა.


Print