რეგიონი
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდშია
"ვლაქერნობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.

დილიდან დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმიდან გამოაბრძანეს ღვთისმშობლის კვართი,ჩატარდა მსვლელობა. ამ წუთებში კი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში იმყოფებიან.

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით კვირიკაშვილთან ერთად ჩამოვიდნენ: კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.




Print