რეგიონი
პრემიერ-მინისტრი: ღვთისმშობლის კვართი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში, ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. მან მოქალაქეებს ვლაქერნობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, ის ფაქტი, რომ საქართველოში ღვთისმშობლის სამოსელი ასვენია, თითოეულ მოქალაქეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

"დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს, საქრისტიანოს და განსაკუთრებით სამეგრელოს. ხალხს მშვიდობა და უკეთეს ხვალინდელ დღეს ვუსურვებ. ღვთისმშობლის კვართი დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ყველა ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ღირსი, ვიყოთ საქართველოს შვილები", - აღნიშნა მან.

ვლაქერნობა 1990 წლიდან აღინიშნება, თუმცა, მან, მასშტაბური სახე 2007 წლიდან მიიღო. 15 ივლისი პატრიარქმა ილია მეორემ სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

Print