რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში თხილის "საექსპორტო" გადასახადი შემცირდა

აფხაზეთიდან გასატან თხილზე გადასახადი შემცირდება აგვისტოს ბოლომდე.

შესაბამისი ცვლილებები დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

კერძოდ, 1 კგ. ნაჭუჭიან თხილზე გადასახადი 25 რუსული რუბლის ნაცვლად 10 რუბლი იქნება, ხოლო გარჩეული თხილის ფასი 15 რუბლი.

„აღნიშნული ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი დაეცა“, – განმარტა დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე - პრემიერმა დმიტრი სერიკოვმა.

მან აღნიშნა, რომ დადგენილება დროებითა და ის 31 აგვისტომდე იქნება ძალაში. დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრის არტურ მიქვაბიას განცხადებით, „დაგეგმილი 200 მილიონის რუბლის ნაცვლად, ხაზინაში 30-40 მილიონი შევიდა“. მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უნდა აღიკვეთოს თხილის უკანონო ექსპორტი „ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან“.  

 

Print