ყაზბეგის, ქორთუასა და ყუფუნიას ქუჩებზე ცენტრალური წყალგამყვანი
სანიაღვრე
არხების მოწყობისთვის ქალაქის მერიამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 250
ათასამდე ლარი გამოყო.
სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და ის 3 აგვისტოს
დასრულდება. არხების მოწყობა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების
გაფორმებიდან, დაახლოებით, 2 თვეში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ძლიერი წვიმის დროს რამდენიმე ქუჩა
ნაწილობრივ იტბორება, მათ შორის არის ზემოაღნიშნული ქუჩებიც.
მასალის გამოყენების პირობები