სპორტი
“ზუგდიდი“ შეკრებას თურქეთში გადის
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" თურქეთში, სამთო-საკურორტო ქალაქ კარტეპეში შეკრებას გადის. ოთარ გაბელიას განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, რომლებიც ახალმა მწვრთნელმა შეკრების პირველ ეტაპზე შეარჩია.

მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიან:

მეკარეები:
თორნიკე ზარქუა, ნიკა დაუშვილი, ვახტანგ ჯომიდავა.

მცველები:
ნიკა აფაქიძე, ლაშა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, გოდერძი მაჩაიძე, გიორგი ქანთარია, გიგა ბეჭვაია, ნიკა ნარმანია.

ნახევარმცველები: ვაკო ტყემალაძე, დიმიტრი ზოზოულია, გივი იოსელიანი, ნიკა ქირია, გიორგი ჭანკოტაძე, შოთა ლომია, ლევან წურწუმია, გურამ სამუშია, ნიკა ლაშხია, ზვიად სიხარულია.

თავდამსხმელები: საბა ლომია, ლაშა კუკავა, დიმიტრი თუთბერიძე.

თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, ქართული კლუბების ნაწილი, რომლებიც მოსამზადებელ შეკრებას ასევე კარტეპეში გადის განრიგის შეცვლას გეგმავდა, თუმცა სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, ზუგდიდელების მსგავსად თურქეთში ქუთაისის "ტორპედოც" მოემზადება.

Print