რეგიონი
მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო პროგრამის - "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პრეზენტაცია გიმართა.

შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მხარის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამა მიზნად ისახავს "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას.

დევნილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს გათვალისწინებულია სოციალური პროექტებისა და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.

სამეგრელოში პროგრამას საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" ახორციელებს.

Print