რეგიონი
"ამერიკულ კუთხეში" ნიუ- იორკელი მოზარდის ფილმის ჩვენება გაიმართა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ "ამერიკულ კუთხეში", ნიუ- იორკელმა მოზარდმა ზაქარი მაქსველმა დოკუმენტური ფილმის ჩვენება გამართა. შეხვედრას "ამერიკული კუთხის" მსმენელები დაესწრნენ. უცხოელი მოზარდის ფილმმა თანატოლებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი ამერიკულ სკოლებს შეეხება, რომლებიც ზამთარში, დიდთოვლობის დროს არ იხურება. სკოლის მოსწავლე შეეცადა შეესწავლა საკითხი, მან თემის ირგვლივ კითხვები დასვა და შესაბამისი სტრუქტურებისგან პასუხებიც მიიღო.

მისი თქმთ, მას ფილმის გადაღებაში მამა დაეხმარა, რომელიც, მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.

მამა-შვილი მაქსველები ხვალ ზუგდიდელი ბავშვებისთვის სწავლებას გამართავენ, რის შემდეგ მოზარდები მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადაიღებენ.

ფილმის ჩვენება საქართველოში ამერიკის საელჩოს პროექტის "ამერიკული ფილმების ჩვენების პროგრამის" ფარგლებში გაიმართა. მას კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.

Print