რეგიონი
ზუგდიდში ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ გაიმართება
ზუგდიდში ავტო-მოტომოყვარულთა შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 30-31 ივლისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება იქნება შოუს ელემენტებით დატვირთული. მონაწილეები ერთმანეთს "ავტო-მოტო დრაგში" შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელებიც მიიღებენ. 

ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ. ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან. 

ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებით ტარდება. იდეა სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიას ეკუთვნის.

Print