რეგიონი
ზუგდიდის თეატრში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მუშაობენ
ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის წარმომადგენლები ორი დღეა მუშაობენ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოები ტექნიკური რეაბილიტაციის პროექტს უკავშირდება, რომელიც პირველ ეტაპზე, სრული აღდგენითი და გამაგრებითი სამუშაოების დაწყებას ითვალისწინებს.

Print