რეგიონი
თურქეთში "ზუგდიდი - აშხაბადის" თამაში გადაიდო

სამთო-საკურორტო ქალაქ კარტეპეში, "ზუგდიდი - აშხაბადის" ამხანაგური შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.

საფეხბურთო კლუბის "ზუგდიდი" ადმინისტრაციის ცნობით, კოკისპირული წვიმისა და ძლიერი ნისლის შედეგად, თამაშის ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა.

"თუ ბუნებრივმა მოვლენებმა ისევ არ შეუშალა ხელი დღეს, 20 ივლისს გაიმართება", - იუწყება კლუბის პრესსამსახური თურქეთის კურორტიდან.

ცნობისთვის, "ზუგდიდი" თურქეთში 12 დღიან შეკრებაზე იმყოფება.

ამავე თემაზე:

"ზუგდიდი" თურქეთში საკონტროლო მატჩისთის ემზადება

“ზუგდიდი“ შეკრებას თურქეთში გადის





Print