რეგიონი
სოხუმში „პრემიერ-მინისტრისთვის“ უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას გეგმავენ
აფხაზი დეპუტატები „პარლამენტის“ დღევანდელ სხდომაზე დე ფაქტო  პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, სხდომაზე „აფხაზეთის შრომის პროექტს“ და სხვა კანონპროექტებს განიხილავენ. აფხაზური მედიის ინფორმაციით, იგეგმება ცვლილებების შეტანა ისეთ „კანონებში“, რომლებიც ეხება სამხედრო ძალებს, სახელმწიფო ჯილდოებს, საბაჟო სამსახურს, მედიას, კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლას და მიწის საკითხებთან დაკავშირებულ პროექტის დადგენილებებს.



Print