რეგიონი
საია-ს ახალი კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული

საწარმოების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორგანიზაციის იურისტის სულხან სალაძის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 12 თვითმმართველ ქალაქში 94 საწამოა შექმნილი. მათთვის, ჯამში, 690 მილიონი ლარის ღირებულის სახელმწიფო ქონება და 600 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გადაცემული. მისივე თქმით, ამ საწარმოების უმრავლესობა ფინანსურად წამგებიანია.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 45 საწარმო დედაქალაქში, ხოლო ყველაზე ცოტა - 1 ( შპს საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი") ქალაქ ზუგდიდშია დაფუძნებული.

"პრობლემა მდგომარეობს შემდეგში: საქართველოს თვითმმართველ ქალაქში არსებულ საწარმოებს, არ გააჩნიათ კორუფციისა და პოლიტიკის დოკუმენტები, დირექტორებისა და მენეჯერების დანიშვნის სესახებ კონკურსის წესის, ეთიკისა და აუდიტის დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ნაწილის შექმნის ვალდებულება კანონმდებლობითაც არ არის განსაზღვრული, მაშინ როდესაც მილიონობით ლარის ქონების გადაცემაზეა საუბარი. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ხდებოდეს კანონდარღვევები და კორუფციული გარიგებები", - აღნიშნა კვლევის ავტორმა სულხან სალაძემ.

კლუბ "ზუგდიდთან" დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ განმარტა, რომ შპს-ს შექმნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით იყო განპირობებული. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, უმჯობესია კლუბი იყოს კერძო საკუთრება, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

საია ადგილობრივ თვითმმართველობას, მსგავს საწარმოებთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს. მათი მოსაზრებით, საჭიროა სფეროების გამოყოფა - სად და რატომ არის აუცილებელი საწარმოების შექმნა და მეორე მიმართულებით როგორ და უნდა ხდებოდეს მათი ფინანსირება და სტიმულირება.

 

Print