რეგიონი
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე, დაშავებულია ორი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მანქანაში 10-ზე მეტი პირი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, "კამაზის" ტიპის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა. ავტომობილის მგზავრები, აღნიშნულ ადგილას ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილთაგან ორი - სატყეო სააგენტოს თანამშრომელია, ერთი მათგანი - ზუგდიდელია, ხოლო ერთი - ჩხოროწყუს რაიონიდან.

Print