რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში წყლის ბიორესურსების მოპოვებაზე ლიცენზია დაწესდება
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა „ცალკეული სახის საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. კერძოდ,აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდა საქმიანობის ის სახე, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება და მასში ჩართულია წყლის ბიორესურსების მოპოვება.

„ჩვენ ვთვლით, რომ საქმიანობის ეს სახე აუცილებელ ლიცენზირებას ექვემდებარება, რადგან ეს ჩვენი ბიორესურსებია: ჩვენი თევზი, ჩვენი ზღვის პორდუქტები და სხვ. მით უმეტეს, რომ ჩვენი კანონი ამის საშულებას გვაძლევს: ლიცენზია გაიცემა ერთხელ და უვადოდ“, - აღნიშნა „საბიუჯეტო კომიტეტის“ თავმჯდომარე გიორგი აგრბამ.



Print