რეგიონი
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმარველობაში“ - პროექტში აბაშის მუნიცპალიტი ჩაერთო
პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით აბაშის მუნიცპალიტეტის სოფლებში ნორიოში, მარანში, ქოლობანში, სამიქაოში, გეზათში, სუჯუნასა და ზანათში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომლის მიზანი იყო პეტიციის, როგორც თვითთმმართველობასთან თანამშრომლობის ინსტრუმენტის გაცნობა და აღნიშნულ სოფლებში, ადგილობრივ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

შეხვედრებზე ადგილობრივი მცხოვრებლები გაეცნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, პეტიციის შედგენისა და საკრებულოში წარდგენის პროცედურებს. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს მუნიცპალიტეტის მასშტაბით არსებული პრობლემები და დაასახელეს თავიანთი თემისთვის პრიორიტეტული ისეთი საკითხები. როგორიცაა: სასმელი წყლის ავზების დამონტაჟება და არსებული ჭაბურღილების გაწმენდა, მდინარე რიონისა და ცხენის წყლის დამბის გამაგრება, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი შიდა გზების კეთილმოწყობა და გარეგანათების დამონტაჟება, სოფლის გაზიფიცირება, სპორტული მოედნებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა. აღნიშნულ შეხვედრებზე თითოეულ სოფელში შერჩეულ იქნა ერთი ლიდერი, რომელიც პეტიციის ხელმომწერთა შეგროვებაში და მის საკრებულოსთვის წარდგენის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტი „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ხოციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონის 20 მუნიციპალიტეტში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „დემოკრატიის ინსტიტუტი,“ ასოციაციის “ათინათი“, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი.



Print