რეგიონი
ზუგდიდში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდში დღეს  საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ, რომელებიც ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა.

სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

პროექტი ამჯერად 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, რომ სამომავლოდ, „საარჩევნო განვითარების სკოლებმა“ მთელი საქართველო მოიცვას. ეს კი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

პროექტი ევროსაბჭოს (GoE) და საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

Print