რეგიონი
პროკურატურამ გიორგი სამუშიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომელიც იყო ე. კობერიძის წამების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ადვოკატ რომეო საჯაიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების- დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. მან თანხა 15 ათასი ლარი ორი კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს. 

2015 წლის დეკემბერის თვეში დაკავებული მაღალჩინოსანი  საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. საქართველოს პროკურატურის მიერ 13 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სამუშიასთან ერთად საქმეში ბრალდებულები არიან: დათა ახალაია, გიგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა.

უწყების ცნობით, ამ პირთა ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ამავე თემაზე:

წამებაში ბრალდებული გიორგი სამუშია ბრალს არ აღიარებს




Print