რეგიონი
შარიების მრავალშვილიან ოჯახს ერთჯერადად დაეხმარნენ
23 ივლისს, საინიციატივო ჯგუფმა "ადამიანები ადამიანებისათვის" სურსათი გადასცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახს. რადიო"ათინათმა" აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ოჯახზე რეპორტაჟი მოამზადა. შარიების ოჯახში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს და მათ ხშირად არ ყოფნით საკვები. გარდა ამისა, ისინი განიცდიან სათამაშოების, ტანსაცმლის, რვეულების, კალმების, ფანქრების და ა.შ. უკმარისობას.

"მოგიწოდებთ ყველას, შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოთ დახმარება შარიებისა და სხვა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. მათთვის თითოეული შეგროვილი ლარი მნიშვნელოვანია. ასევე გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სხვა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების შესახებ, რათა ერთად დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს დახმარება სჭირდება", -  ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print