რეგიონი
„აბხაზჩაის“ ყოფილ დირექტორს ცილისწამებისთვის პატიმრობა მიესაჯა
სოხუმის საქალაქო სასამართლომ დამნშავედ ცნო ასტამურ ოტირბა,რომელსც ბრალი ცილისწამებაში ედება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრეს - სამსახური იტყობინება.

ოტირბას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და 6 თვით პირობითი მსჯავრი დაედო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მხარეებს ბრალდების გასაჩირვება შეუძლიათ.

დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე „აბხაზჩაის“ ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ მას შემდეგ აღძრა, რაც მან მასმედიის წარმომადგენლების პრესკონფერენციაზე „პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას ღირსების შემლახველი” ინფორმაცია გაავრცელა.

ამავე თემაზე:


სოხუმში კორუფციული სკანდალი აგორდა

Print