რეგიონი
ზუგდიდში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, მედიაცენტრები ხელს შეუწყობენ საარჩევო კანდიდატებსა და მათი ოლქის ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას. 

მედიაცენტრი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-19:00 საათამდე იფუნქციონირებს, ხოლო არჩევნების დღეს, არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე გიხსნება და მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

მედიაცენტრი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის ოფისის ხელმძღვანლის, დაგლას ბოლის ვიდეომიმართვით დაიწყო და მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, მოქალაქეები, მედია და პოლიტიკური სუბიექტები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში გაიხსნა და ფუნქციონირებას 2016 წლის დეკემბის ჩათვლით განაგრძობს. მედიაცენტრებს ფინანსურ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს, სამოქალაქო განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის ფარგლებში.

Print