რეგიონი
ზუგდიდში ძალადობის პრევენციის გზებზე იმსჯელეს (ვიდეო)

ზუგდიდში რაიონული პროკურორის, ლევან სალიას ხელმძღვანელობით ადგილობრივი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სამეგრელოს რეგიონში ძალადობის აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს. მან განსაკუთრებული ყურადღება ნაადრევ ქორწინებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტი მომართვიანობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აღინიშნება.

ლევან სალიას თქმით, დღეს რეგიონული საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა, რომელშიც მონაწილეობას სამთავრობო და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები ღებულობდნენ.

„საბჭოს წევრები წელიწადში რამდენჯერმე შევიკრიბებით საჭიროების მიხედვით. დავგეგმავთ ისეთ ღონისძიეიებს, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლას,“- განაცხადა მან.

აღნიშნული საბჭოს მიზანია დანაშაულის პრევენცია და პრევენციული ღონისძიებების გატარება რეგიონში.

ამ პრობლემასთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს შორის დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა.





Print