რეგიონი
ACT –ის კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში პროექტის ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის" ფარგლებში მომზადებული კვლევა წარმოადგინეს. ის ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის "აფხაზეთისთვის" (CHCA) დაკვეთით, კომპანიამ ACT მოამზადა.

აღნიშნული კვლევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენას ისახავდა მიზნად.

მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ნათია ჭელიძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს არა მხოლოდ ფულად დახმარებას, არამედ აუცილებელია მათი თვითდასაქმება, საკუთარი მეურნეობის გაჩენა და საკუთარი ეკონომიკური აქტივობით დაინტერესება.

"კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, რომელსაც დევნილთა სამინისტროს სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განახორციელებს", - აღნიშნა ჭელიძემ.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში ხორციელდება.

Print