რეგიონი
აბაშის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრისკარსა და გეზათში 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 230 700 ლარი გამოიყო.

აბაშის გამგეობის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალისა“ აწარმოებს.


Print