რეგიონი
მერაბ ქვარაია ბულგარეთში გამარჯვებულ მოცეკვავეებს შეხვდა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ბულგარეთში ფოლკლორულ ფესტივალზე გამარჯვებულ მოცეკვავეებს შეხვდა. მან ანსამბლის ხელმძღვანელებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მოზარდები მომავალშიც არაერთხელ ასახელებენ ქალაქსა და ქვეყანას.

ფესტივალში ,,მზის ოლიმპია" 7 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა და ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

შემაჯამებელი კონცერტი ქ. კრანევოში გაიმართა, სადაც ანსამბლმა "თუთარჩელამ" მაყურებლებისა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

Print