რეგიონი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრაზე ის ზოგადი განათლების საკითხს შეეხო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ინიციატივებზე და პედაგოგების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

განათლების მინისტრის განცხადებით, მასსა და პედაგოგებს შორის რეგულარული კომუნიკაციის მიზნით, ის რეგიონებში პერიოდულად ჩამოსვლას აპირებს.

„ჩემი სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ მსაწავლებლებთან მქონდეს ურთიერთობა. პირდაპირ და გახსნილად ვუთხრა რას ვახერხებ და რას ვერ ვახერხებ, ხოლო მათგან მოვისმინო რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. მე ვეცნობი ჩემ კოლეგებს, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი, ვცდილობ ჩემი ხედვა გავუზიარო თუ როგორ უნდა შეიცვალოს და განვითარდეს ზოგადი განათლების სისტემა. გახსნილი კომუნიკაცია არის ჩვენი რეფორმის დასაყრდენი“-აღნიშნა მან.

მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა ხაბუმეს საჯარო სკოლაში გამართა, სადაც წალენჯიხის და ჩხოროწყუს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა.

ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრა ზუგდიდის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გამართა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


Print