რეგიონი
გიორგი სიგუა: GEM FEST - ის 10 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია (ვიდეო)

დღეს ზუგდიდში GEM FEST - ის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2 აგვისტოს დადიანების სასახლის ეზოში ფესტივალის პრომო-ვიდეოს ჩვენება გაიმართება, რა დროსაც GEM FEST-ის სიახლეების, გეგმებისა და სიურპრიზების შესახებ პირველად გახდება ცნობილი. 

"GEM FEST - მდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ვხსნით ყველაზე მთავარ კამპანიას და ამას ვაკეთებთ დადიანების სასახლიდან, ამ ისტორიული ადგილიდან", - აღნიშნა გიორგი სიგუამ.

მისი  ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული. მათგან  50% უცხოელმა ტურისტებმა შეიძინეს.

ცნობისთვის, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - GEM FEST ანაკლიაში 9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

Print